13:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 15:43:52, 2179 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება აპირებს, ეპიდსიტუაცია საკუთარ ინტერესებსა და არჩევნების თარიღს მოარგოს

 ხელისუფლება აპირებს, ეპიდსიტუაცია საკუთარ ინტერესებს და არჩევნები თარიღს მოარგოს- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ახალი კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას არაადეკვატური და არათანმიმდევრული იყო.

„მაშინ, როდესაც კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა ჩაკეტილი იყო მთელი ქვეყანა, ადამიანები სახლში იყვნენ გამოკეტილი. ავტომობილით გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო. ახლა, როდესაც 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არ არის ისეთი შეზღუდვები, როგორიც დასაწყისში იყო დაწესებული. ძალიან კარგად მიხვდნენ, რომ გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ადამიანები შიმშილის ზღვარზე მივიდნენ. ხელისუფლება არათანმიმდევრულია, არ ითვალისწინებს ხალხის საუკეთესო ინტერესს. როგორც ჩანს, ხელისუფლება აპირებს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არჩევნების კალენდარს და საკუთარ ინტერესებს მოარგოს. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს კიდევ უფრო გააბრაზებს საქართველოს მოქალაქეს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქე საკუთარი ინტერესით დგას უფრო მაღლა, ვიდრეს ეს ბიძინა ივანიშვილს გონია“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics