|
2020-09-10 22:12:01, 3047 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, ბიძინა ივანიშვილს ამ დიდი ნდობისთვის, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს, მადლობა ბიძინა ივანიშვილს ამ დიდი ნდობისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, რადგან პოლიტიკური სპეკულირების მიღმა, პირველ რიგში ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი გუნდის საბოლოო მიზანია ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. „იმის მაგივრად, რომ ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ჩვენი მიზანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა. ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ჩვენი მომავალი, ბავშვებზე ზრუნვა, განათლების სისტემა, ისევე, როგორც მოხუცებზე ზრუნვა და სოციალური პორტფელი, რომელიც უნდა გავაძლიეროთ. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა შევძლოთ არა პოლარიზებით, არამედ შინაარსობრივი დისკუსიით ახალ პარლამენტში, რომელიც სრულად ახალი საარჩევნო სისტემით იქნება არჩეული, რომ ეს ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი, დემოკრატიული, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყოს უფრო ახლოს, მიღწევადი. ჩვენი საბოლოო მიზანია ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, სამართლიანი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ყველა მომდევნო საარჩევნო ციკლი უნდა იყოს ამისთვის მომზადება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტების კითხვას, ვისთან წარმოუდგენია კოალიციის შექმნა არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას", პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება" მოიგებს დამაჯერებლად და რა თქმა უნდა, არ დასჭირდება კოალიცია".
ვენსი ირანის დაზვერვის წარმომადგენელთან პირად მოლაპარაკებებს განიხილავს
Axios: ტრამპმა პუტინს ევროპასთან ახალი უსაფრთხოების შეთანხმების მომზადება შესთავაზა
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)