12:28 - 16 Jun, 2026
|
2020-09-10 19:53:57, 3982 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის სანქციები გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო წერილობით განცხადებაში ავრცელებს. ევროპულმა საბჭომ სანქციების ვადა გაუხანგრძლივა იმ პირებს, რომლებიც განაგრძობენ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვას. დღეს, 10 სექტემბერს გადაწყვეტილება საბჭომ წერილობითი სახით მიიღო. სანქციები გულისხმობს მოგზაურობის აკრძალვასა და აქტივების გაყინვას. იგი მიმართული იქნება 175 პირისა და 44 ორგანიზაციის მიმართ. ევროკავშირმა აამოქმედა სხვა ეკონომიკური სანქციებიც, რომლებიც რუსული ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებს ეხება და ძალაშია 2021 წლის 31 იანვრამდე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)