|
2015-09-14 13:48:10, 631 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი სამღერეთის საშუალო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მოულოცა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სოფელ სამღერეთის საშუალო სკოლას ესტუმრა. მინისტრმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა. „სკოლებში დღეს საზეიმო განწყობაა: იწყება ახალი სასწავლო წელი, მინდა ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვო, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ზოგადი განათლების მთელ სისტემას კი - წარმატებული რეფორმა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. სამღერეთის საშუალო სკოლას 89 მოსწავლე ჰყავს, საიდანაც 75 ეკომიგრანტია. სოფელ სამღერეთში სულ 100 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს. 2015 წლის 28 აპრილს სოფელ სამღერეთში გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სპორტული დარბაზით, სამედიცინო კაბინეტით, სპეცკლასებით, ასევე ახალი სასკოლო ინვენტარით. სკოლას ჰყავს 29 პედაგოგიდან 5 სერთიფიცირებული, ამათგან ორ პედაგოგს მოპოვებული აქვს ორი საგნის სერთიფიკატი და სწორედ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლას ჰყავს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, კერძოდ ბიოლოგიაში ორგზის გამარჯვებული მოსწავლე ნიკა ირემაძე, ასევე სკოლას მნიშვნელოვანი წარმატებები და მიღწევები აქვს სხვადასხვა კონკურსებში.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)