14:46 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-05 14:44:42, 5684 ნახვა

მსოფლიო
გერმანია რუსეთს ნავალნის მოწამვლის საქმეზე დამნაშავეების დასახელებისკენ მოუწოდებს

გერმანია რუსეთს ნავალნის მოწამვლის საქმეზე დამნაშავეების დასახელებისკენ მოუწოდებს, - აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ბუნდესტაგის კომიტეტის უფროსი ნორბერტ რიოტგენი აცხადებს, რომ შესაძლებელია ევროპამ  ნავალნის მოწამვლის  საქმის გამო, გაზსადენის პროექტ „ნორდ  სტრიმ 2-ის“ განხორციელებაზე უარი თქვას. ის გაზეთ „Rheinische Post-თან“  ამბობს, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა რუსეთთან ურთიერთობის დროს ერთობლივად უნდა იმოქმედონ.

„გერმანია და სხვა ქვეყნები ითხოვენ რუსეთისგან დაასახელოს დამნაშავეები“, - ამბობს ბუნდესტაგის ხელმძღვანელი.

„NATO” ევროკავშირთან ერთად  აცხადებს, რომ  მსგავსი სახის მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და მყისიერ რეაქციას მოითხოვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აღნიშნავს, რომ ვერ ხედავს ნავალნის მოწამვლის საქმის გამო  პროექტ „ნორდ სტრიმ 2-ის“ გაუქმების აუცილებლობას“, - წერს გამოცემა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics