|
2020-09-04 12:56:04, 2388 ნახვა
პოლიტიკა
ასლან ბჟანია - „პატრიოტთა ალიანსი“ მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსი“ მზადაა თანამშრომლობისთვის და აფხაზეთის შემდგომი აღიარებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მედია apsnypublic.ru ავრცელებს. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყებას დაევალა „სიტუაციასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა შეიმუშაოს და მეზობელ რესპუბლიკასთან ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ პოზიცია გამოხატოს“. ასლან ბჟანიამ ილორის ეკლესიისთვის ხატის გადაცემის ფაქტს ჰუმანიტარული მისია უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება არავისთან შეთანხმებულა. საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით, შეხვედრას 30 ე.წ დეპუტატი ესწრებოდა. როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - ეს კითხვა ღიად რჩება. თავად ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა და ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო. „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თანაშემწე ლაშა საქანია თანამდებობიდან გადადგა, რის მიზეზადაც საქანია აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს. თავის მხრივ პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ალიანსის წარმომადგენლების დე ფაქტო აფხაზეთის აღიარების საკითხი შეხვედრაზე არ უხსნებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)