|
2015-09-14 10:57:03, 499 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ გვაქვს პრეტენზია, ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ პირველ რიგში განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის სკოლას ესტუმრა, რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში აშენდა. ღარიბაშვილის თქმით, განათლება მთავრობის პრიორიტეტია. "ჩვენი მთავრობა აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ კომფორტული გარემო, იყვნენ გალაღებულები. ვიცი, რომ მანამ, სანამ ეს სკოლა აშენდებოდა, იყო საკმაოდ ძველი შენობა, რომელშიც ბავშვებს უწევდათ სამ ცვლაში სწავლა. ეს დრო აღარ დაბრუნდება საქართველოში.ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს ასეთ განათლებულ, თანამედროვე სკოლებში. ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვსურს ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მაშინ პირველ რიგში ჩვენს განათლებაზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან განათლებული თაობის გარეშე ყოველგვარი წინსვლა და განვითარება არის შეუძლებელი. ვერც ეკონომიკას ვერ განვავითარებთ, ვერც სოფლის მეურნეობას, ვერც მეცნიერებას, ვერც ახალ ტექნოლოგიებს დავნერგავთ, თუ არ გვეყოლება შესაბამისად განათლებული თაობა.ჩვენთვის მართლაც პრიორიტეტულია სათანადო განათლების მიცემა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ამისთვის ჩვენი მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ. ამ სამი წლის განმავლობაში 1000-მდე სკოლა გავარემონტეთ. 20 ახალი სკოლა დასრულდება წლის ბოლოს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა ახალი ხელისუფლების პირობებში განათლების სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა: „მესამე წელია ბავშვები უფასოდ იღებენ სახელმძღვანელოებს, კომპიუტერებს, 60 ათასი ბავშვისთვის არის ტრანსპორტი უფასო. ღირს აღნიშვნა, რომ ამ ღონისძიებებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ეკონომია გაუკეთდათ ჩვენს მშობლებს,“-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)