|
2015-09-11 18:09:33, 467 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ესტონელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონეთისა და ლატვიის შემდეგ მაღალი დონის შეხვედრებს ესტონეთში აგრძელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ესტონელმა კოლეგამ თინათინ ხიდაშელს დღეს დილით უმასპინძლა. შეხვედრაზე სვენ მიქსერმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ესტონეთის თავდაცვის პირველმა პირმა ქართველ კოლეგასთან ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზაზე ესტონეთი თანამშრომლობისთვის მზადაა. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის უკვე ახორციელებს საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები „ბალტიის თავდაცვის კოლეჯში“ (ტარტუ) გაერთიანებულ საშტაბო-სამეთაურო და უმაღლეს სამეთაურო სასწავლო კურსებს ესწრებიან. ამ ეტაპზე საქართველოს უკვე 27 კურსდამთავრებული ჰყავს. თავის მხრივ, ქართული მხარე და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო, ესტონელი სამხედროებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ადგილების გამოყოფას უზრუნველყოფს. „ჩვენი განსაკუთრებული სურვილია, რომ ჩვენმა მეგობრებმა საქართველოს შესახებ, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრონ იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ წარმოდგენილი არ ვართ. ამ მხრივ შეგვიძლია ესტონეთის მხარდაჭერისა და მათი ინიციატივების სრული იმედი გვქონდეს, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ლოგიკურ დასასრულამდე - წევრობამდე მიიყვანს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. „საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა და ნატოსთან თავსებადობა ჩვენი პრიორიტეტია. ამ პროცესში ესტონეთი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩემმა ესტონელმა კოლეგამ დამიდასტურა მზადყოფნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენი მხრიდან ესტონელი სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო წვრთნაში - “Agile Spirit-2016” მოვიწვიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ესტონელი კოლეგები ვარშავის 2016 წლის სამიტამდე საქართველოსთვის ერთიანი, კონსოლიდირებული ევროპული მხარდაჭერის მოპოვება-გაძლიერების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ესტონეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა გვირგვინით შეამკეს 1918 – 20 წლებში ესტონეთის დამოუკიდებლობებისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)