|
2020-08-26 23:14:59, 10753 ნახვა
სხვადასხვა
გარდაცვლილი მოზარდის და -გვიყვირა ვერც ავთულის ხმას გაიგებთ და ვეღარც დაინახავთო
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და, რომელიც დედასთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს, მამას მუქარაში ადანაშაულებს. ის რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, რომ ფრიდონ აბჟანდაძე დედამისისგან ფულის გაგზავნას ითხოვდა. "სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ჩემმა ძმამ დარეკა და ეუბნებოდა დედას - მამიკომ მითხრა, ფულს გამომიგზავნი თუ ტრაქტორი გავყიდოვო. დედას ახალი გაგზავნილი ჰქონდა ფული და უთხრა, კაპიკი არ მაქვს, რაც მქონდა, გამოგიგზავნეთო. მამაჩემმა მოგვაძახა მერე ყვირილით, ვერც ავთულის ხმას გაიგებთ და ვეღარც დაინახავთო. ან გალახა ბავშვი, ან ხელი მოუქნია და ცუდად მოხვდა, ანდა თვითმკვლელობამდე თვითონ მიიყვანა. ორიდან ოთხ წლამდე არაფერია მაგისთვის, თუ გამოვა ციხიდან მე მოვკლავ და მე ჩამსვით 2 წელი ციხეში. ჩემი ძმა ძალიან მხიარული ბავშვი იყო, თავს არ მოიკლავდა, არასდროს ის დეპრესიული არ მინახავს. მთელმა სანათესაომ და სამეზობლომ იცის, დედაჩემს როგორ ამწარებდა, როგორ დღეში აგდებდა, არავინ ხელი არ დააფაროს. 5 წლის რომ ვიყავი, მაშინ გვკლავდა ორივეს მამა თოფით. პოლიციამ მხოლოდ იარაღი წაართვა და ხელწერილი დააწერინა და მაგის ხელში დაგვტოვეს." – ამბობს გარდაცვლილის და, ნათია აბჟანდაძე.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)