13:20 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 16:04:00, 6221 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი - ლუკაშენკოს ადგილას რომ ვიყო, განმეორებით არჩევნებს ერთ თვეში ჩავატარებდი

ბელარუსის პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, კრიზისის მოსაგვარებლად განმეორებით  არჩევნებს ერთ თვეში ჩავატარებდი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განცხადებით, განმეორებითი არჩევნების შემთხვევაში, პროცესებზე დასაკვირვებლად ყველა დაინტერესებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოიწვევდა.

„წარმოვიდგინოთ, რომ მჯერა საკუთარი თავის, დარწმუნებული ვარ ხალხის არჩევანში. თავდაჯერებული ადამიანი ვარ. როგორ შევძლებდი ხალხის დამშვიდებას? მე ნამდვილად ვიტყოდი: ერთ თვეში იქნება ახალი არჩევნები და მე ვიღებ მონაწილეობას. მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვისაც სურვილი აქვს. ყველაფერი მშვიდად იქნებოდა, სისხლის დაღვრის გარეშე და ეს იქნებოდა ისტორიული მოვლენა“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ფარულავა - ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება
ირაკლი ფავლენიშვილი – ერთადერთი, ვინც გარე ძალებისგან დირექტივებს იღებს, ივანიშვილის რეჟიმია
მაჭავარიანი – 2028 წლამდე გარე ძალები კიდევ შემოგვთავაზებენ ოპოზიციის გადალაგების ახალ სქემებს, თუმცა, ნუ დაავიწყდებათ, წინ აქვთ სასამართლო პროცესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics