|
2015-09-10 10:14:53, 690 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტ „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. სააგენტოს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში, სადაც ელექტრონული მმართველობა დაინერგა და ამ დრომდე თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს. სულ პროექტის ფარგლებში ხუთი საპილოტე მუნიციპალიტეტი შეირჩა: ახმეტა, ხაშური, ქარელი, ხობი და ყვარელი, სადაც საქმისწარმოების ელექტრონული სისტემების დასანერგად საჭირო სხვადასხვა აქტივობები უკვე მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე, 5 მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 70 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდა. უახლოეს ხანში კი დაიწყება კიდევ 5 საპილოტე მუნიციპალიტეტის შერჩევა, რომელთათვისაც ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიზნით კიდევ 50 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდება. კომპიუტერები საჭიროებების მიხედვით მუნიციპალიტეტების გამგეობისა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებში გადანაწილდება. „პროექტის საბოლოო მიზანია შერჩეულ საპილოტე მუნიციპალიტეტებში სერვისების მართვისა და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემების დანერგვა. ამ სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე. ასევე განხორციელდება თვითმმართველობების პროცესების სტანდარტიზაცია და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა. პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობით საშუალება მიეცა ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას,“-განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)