20:29 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 14:52:28, 2121 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილი: უცენზურო დამოკიდებულება სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციას იწვევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გენერალურ ისპექციას მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ  ვიდეოებში ასახული ფაქტებით დაინტერესდეს.
ქუცნაშვილის შეფასებით, უცენზურო სიტყვებით კანონდარღვევა, საზოგადოებრივ მორალზე უარყოფით გავლენას ახდენს და სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციას იწვევს.
„გენერალურ ისპექციას მოვუწოდებ, რომ იმ  საკითხების გამოკვლევით დაკავდეს, რამდენად სწორად ექცევიან იმ სამართალდამცველებს, რომლებიც სწორ რეაგირებას ახდენენ უცენზურო სიტყვებით კანონდარღევითი თუ ადმინისტრაციული ხასიათის ცდომილებებზე. აქედან გამომდინარე, ზოგადად ასეთი უცენზურო დამოკიდებულება უარყოფით დამოკიდებულებას ახდენს საზოგადოებრივ მორალზე  და თავისთავად იწვევს სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაციას“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
 ცნობისთვის, გუშინ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩანაწერები გაავრცელეს, სადაც ყურშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს უწმაწური სიტყვით მიმართავს და ეუბნება, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის ახლობელია.
დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, მოქალაქე პოლიციას როგორ ეწინაღმდეგება. ვიდეოს მიხედვით, მოქალაქე საბუთების ჩვენებაზე უარს აცხადებს.
“ზურა ვარ ბერიკაშვილი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. პოლკოვნიკი ვარ რა დარღვევა”- ასე მიმართავს პირი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს.  
კადრებში ასევე  ჩანს, რომ მოქალაქე იარაღის ამოღებას ცდილობს, სამართალდამცავების რეაგირების შემდეგ კი ამბობს, რომ მას იარაღი ამოუვარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics