|
2015-09-10 19:20:21, 465 ნახვა
პოლიტიკა
აჭარა დალიანთან სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს
აჭარის მთავრობა დალიანთან სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებს. აჭარის მთვრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში, აჭარაში დალიანის ხელმძღვანელების რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი. დალიანსა და აჭარის რეგიონში კომისიები შეიქმნება, რომელიც განათლების, კულტურის, სპორტისა, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ტურზმის მიმართულებით იმუშავებენ. „მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ახალი ფაზა იწყება. ისტორიული ფაზა, ორ რეგიონს შორის დამეგობრება, რაც გულისხმობსთანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: განათლება, კულტურა, სპორტი, ასევე ტურიზმი. აუცილებლად იქნება წინ წამოწეული სავაჭროურთიერთობები, სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა. ეს მემორანდუმია, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე კონკრეტულ საკითხს,“ -განაცხადა არჩილ ხაბაძემ მემორანდუმის ხელის მოწერის შემდეგ. აქვე, პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იქნება პირველი რეგიონი, რომელსაც ჩინეთთან ექნება თვისუფალი ვაჭორბა. „ეს ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს. პირველ რიგში ეს არის ღვინის ექსპორტი, ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი. ქართველ მეწარმეს გაუადვილდებაპროდუქციის შეტანა ჩინეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მას სხვა ეტაპზე გადაიტანს. ეს სერიოზულწვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დალიანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, ერთობლივი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის დასწრება არის დასტური ორ ქვეყანას შორის ახალი, დინამიური თანამშრომლობის დასაწყისის. „დალიანის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართველი დაჩინელი ხალხის დაახლოებას, ურთიერთობების გაღრმავებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმის დაქალაქის დაგეგმარების მიმართულებით“, – ნათქვამია აჭარის მთვრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)