2020-08-18 16:08:07, 1198 ნახვა
მსოფლიო
პუტინი მერკელს - უცხო ძალების მცდელობა, ჩაერთონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია
გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თემა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, ბელარუსში მიმდინარეობა მოვლენებია.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ნებისმიერი მცდელობა უცხო ძალების მიერ, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია.
ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერთან საუბარში აღნიშნა, რომ ამის მსგავსი რაიმე შემთხვევა ბელარუსის პოლიტიკური კრიზისის ესკალაციამდე მივა.
„მხარეებმა ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი სიტუაცია დაწვრილებით განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ უცხო ძალების მცდელობა, ჩაერიონ ბელარუსის შიდა საქმეებში, მიუღებელია,“- აღნიშნულს კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან