|
2015-09-10 12:53:40, 728 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა სტიქიის ზონის ორთოფოტო გადაღება დაასრულა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ვერეს აუზის ორთოფოტო გადაღება დაასრულა. აეროგადაღებამ დაახლოებით 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია მოიცვა. გადაღების შედეგად მიღებული ორთოფოტოები და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაცია სტიქიის ზონის დეტალურ, ზუსტ ტოპოგრაფიულ მონაცემებს აერთიანებს. ეს მონაცემები უკვე გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მოთხოვნის შემთხვევაში კი სააგენტო მათ ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებას გადასცემს. ორთოფოტოების საფუძველზე მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებებს საშუალება ექნებათ, წინასწარ შეაფასონ გარემო პირობები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი სამუშაო, ამ სამუშაოსთვის საჭირო ტექნოლოგიები და ხარჯები. ამას გარდა, ეს მონაცემები უამრავ სფეროს, მათ შორის, ქალაქგეგმარებას, გარემოს დაცვას, ჰიდროლოგიას, გეომორფოლოგიასა და სხვა დარგებს გამოადგება. მათზე დაყრდნობით მუშაობა კი სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბევრი პრობლემის, მათ შორის, არასათანადო მშენებლობებისა თუ სხვა პროექტების განხორციელების თავიდან არიდებას. საჯარო რეესტრმა ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოსთან (STATENS KARTVERK) ერთად პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ განხორციელება იანვარში დაიწყო. 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ კი ნორვეგიის მთავრობამ ვერეს ხეობის აეროფოტო გადაღებისთვის დამატებითი გრანტი გამოყო. აეროფოტოგადაღებებს უკრაინული კომპანია Aviation Accounting Centre ახორციელებს. უკრაინელ კოლეგებთან ერთად სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები საჯარო რეესტრის სპეციალისტებიც. პროექტი „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ საქართველოს მთელი ტერიტორიის 20 სმ-იანი რეზოლუციით აეროგადაღებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორთოფოტოების შექმნა-დამუშავებას ითვალისწინებს. მსგავსი მასშტაბის პროექტი ქვეყანაში პირველად ხორციელდება. ორთოფოტოებს საჯარო რეესტრი 1:2000 მასშტაბის რუკების დასამუშავებლად გამოიყენებს. პროექტის საერთო ღირებულება 1 725 000 ევროა. იგი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)