23:47 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-09 13:44:26, 424 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს, საიხანბილეგ ჩიმედს შეხვდა.
 მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოსა და მონღოლეთს შორის  არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.  აღინიშნა მონღოლეთის დაინტერესება საქართველოს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებით.
საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის მნიშვნელობას. მონგოლეთის პრემიერ–მინისტრი მიესალმა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის იდეას, რომელიც ევროპას და აზიას უმოკლესი გზით დააკავშირებს და შეამცირებს დროს და ხარჯს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics