|
2020-08-11 14:10:55, 1060 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წახალისებას აგრძელებს. ბანკისა და სააფთიაქო ქსელის „შპს ფარმანეტი“-ს პარტნიორობით კომპანიამ თემქაზე კიდევ ერთი, რიგით მეხუთე ფილიალი გახსნა. პანდემიის პირობებში კომპანიას არ შეუჩერებია აქტიური ფუნქციონირება და მომავალში ქსელის გაფართოებასაც გეგმავს. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დაგვეჭირა შპს ფარმანეტის სააფთიაქო ქსელის გაფართოებისთვის. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფარმაცევტული სფეროს წახალისება. კომპანია თბილისის მაშტაბით 4 ფილიალს ფლობდა გლდანი-საბურთალოს ტერიტორიაზე და სასიამოვნოა, რომ მეხუთე აფთიაქი თემქაზე ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. პარტნიორობის ფარგლებში შპს ფარმანეტი სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს. ბანკის მზადაა კომპანიას, როგორც მის სანდო პარტნიორს, მომავალშიც გაუწიოს მხარდაჭერა“- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, შპს ფარმანეტმა ფარმაცევტული საქმიანობა 2011 წელს დაიწყო. კომპანიის მიზანია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დახმარება გაუწიოს მომხმარებელს ინფორმაციის მიწოდების, კონსულტაციის გაწევისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების შეთავაზებით. ასევე, მაღალკვალიფიციური კადრების მეშვეობით.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)