|
2020-08-10 16:31:35, 1234 ნახვა
ეკონომიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერეს, სადაც 71 ადამიანია დასაქმებული
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი" დაათვალიერეს, სადაც 71 ადამიანია დასაქმებული. ახალ სასტუმროში, რომელმაც ვიზიტორების მიღება ივლისიდან დაიწყო, მთავრობის მეთაური თავდაცვის მინისტრთან, „ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, „ქართული ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძესა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფებოდა. სასტუმროს მფლობელმა ლევან თორაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციისა და არსებული სერვისების შესახებ. „აწარმოე საქართველოში" პროგრამის სასტუმროს კომპონენტით მხარდაჭერა ამ დრომდე 19-მა სასტუმრომ მიიღო, ჯამურმა ინვესტიციამ 56 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 621 ადამიანი შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ "აწარმოე საქართველოში" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამა, რომლის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში 992 ათასი ლარის მოცულობის გრანტი გაიცა. დაფინანსდა ჯამში 112 პროექტი, აქედან 19 სასტუმროა. 2012 წლიდან დღემდე სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა 1105 სასტუმრო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)