|
2020-08-10 13:33:18, 1909 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - სამინისტრო მზადაა, სიცხადე შეიტანოს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ საქმეში
ჯანდაცვის სამინისტროში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე პროკურატურის მიერ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების საკითხზე იმსჯელეს. ასევე საუბარი შეეხო სამედიცინო სფეროში არსებულ ხარვეზებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი საკონონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს როგორც პაციენტის, ასევე ექიმების უფლებებს. „უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების, პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო. ყველანი მივილტვით იმისკენ, რომ შევქმნათ ერთობლივი სისტემა, რომელშიც ნებისმიერი ქართველი თუ უცხოელი მოქალაქე შეძლებს და მიიღებს ხარისხიან სერვისს. შეხვედრაზე ცალსახად გამოიკვეთა, თუ რა მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო საკანონმდებლო, რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა გარკვეულ გაუგებრობაში. სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს არაერთი ქმედება, რათა სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში, მზად ვართ, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ"-განაცხადა მინისტრმა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს, რა ჩარჩო დოკუმენტით და რეგულაციებით აქვს უფლება, მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი. „მნიშვნელოვანია, უმოკლეს ვადებში მომზადდეს რეგულაცია, რომ ვახტანგ ყიფიანის მსგავსად სხვებიც არ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში. მსგავსი შემთხვევები უნდა დარეგულირდეს რეგულირებისს სააგენტოს, სამინისტროს, კლინიკასა და პაციენტს შორის", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრა მინისტრსა და მედიკოსებს შორის თითქმის 1 საათს გაგრძელდა. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსმა ზაალ კაპანაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უპასუხეს.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)