|
2020-08-10 13:30:50, 9823 ნახვა
სხვადასხვა
რობაქიძის გამზირზე თანამედროვე ტიპის მოსასვენებელი სივრცე მოეწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ რობაქიძის გამზირზე, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. ტერიტორია 1 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. მათ შორის, სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები, პატარებისთვის მოეწყო სათამაშო ზონა. აღნიშნულ სივრცეში გამწვანების მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალურად გამოყოფილ თარგებში დაიგო რულონური ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა. ტერიტორია ე.წ „ცოცხალი კედლით“ შემოისაზღვრა და დაირგო მარადმწვანე მცენარეები. სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მათთან შეთანხმებული პროექტით განხორციელდა. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის. მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „სერვისი 2015“ განახორციელა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 260 182 ლარი გამოიყო. დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი მოსახლეობასთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან თარაშ შურღაიასთან და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)