|
2020-08-10 02:26:43, 11890 ნახვა
სხვადასხვა
ცესკო - პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ყველა რაიონში გაიმარჯვა
ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ქვეყნის ყველა რაიონში გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის ცესკო-ზე დაყრდნობით, რია ნოვოსტი ავრცელებს. საუბარია იმ ოლქებზე, რომლებშიც ხმების დათვლის პროცესი დასრულდა. ამასთანავე, ცესკოს არ დაუსახელებია პირველადი, ოფიციალური მონაცემები. საპირისპიროს აცხადებენ ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტის, სვეტალანა ტიხანოვსკაიას შტაბში, სადაც ამბობენ, რომ ტიხანოვსკაიამ მინსკის 20 ოლქში გაიმარჯვა, სადაც ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84,05% შეადგინა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ბელარუსის ცესკო-ს ცნობით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. წინასწარი ოფიციალური შედეგები ადგილობრივი დროით 02:00 საათისთვის უნდა გამოქვეყნდეს. ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე ხუთი კანდიდატი იყრიდა კენჭს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)