|
2020-08-08 16:24:43, 10954 ნახვა
სხვადასხვა
ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. რეაბილიტაციის ფარგლებში, კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იქნა განხილული. შეხვედრაზე პროექტის ავტორებმა შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის შესახებ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს. ამასთანავე, ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას საშუალება მიეცა, პროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინა. შეხვედრას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და პროექტის ავტორი, კომპანია LMC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. თბილისის მერიის დაკვეთით, ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი დაამუშავა და პარკის სამშენებლო სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)