|
2020-08-07 17:26:45, 2200 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი - დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ მოსახლეზე
"დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე. ეს ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სასესხო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 180 მლნ ევროს ოდენობის საბიუჯეტო მხარდაჭერა სრულად მოხმარდება კოვიდ-19-თან ბრძოლის ღონისძიებებს, ხოლო 130 მლნ ევრო მიიმართება რეგიონული პროექტების განვითარებისკენ. „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან მიღებული 180 მლნ ევრო სრულად მოხმარდება კოვიდ-19-თან ბრძოლის ღონისძიებებს, ასევე, პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შერბილებასა და კომპენსაციებს. 130 მლნ ევრო გათვალისწინებულია რეგიონული განვითარებისთვის. კერძოდ, 80 მლნ ევრო მოხმარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს. როგორც ცნობილია, ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე იწყება 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. შესაბამისად, ამ პროექტის დასრულებისთანავე, ყაზბეგშიც უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტობანის დასრულების შემდეგ, რეგიონი სრულად იყოს ინტეგრირებული ამ მნიშვნელოვან პროექტთან. დარჩენილი 50 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი მოხმარდება იმერეთის რეგიონის განვითარებას. კერძოდ, ბაღდათში, ვანსა და სამტრედიაში წყლის მომარაგებას და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობას. მინდა ვთქვა, რომ დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, გერმანია იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამხმარე და მხარდამჭერი. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამიტომ კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი გერმანიის მთავრობას, მის ელჩს საქართველოში, ასევე, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ამ მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)