|
2020-08-07 13:31:26, 3152 ნახვა
ეკონომიკა
აქ, ახლა „თიბისის“ მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა
დავით დავარაშვილის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალ მისამართზე - ლუბლიანას N13-ში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გაიხსნა და მზად არის მომხმარებლებისათვის სრული სერვისის უზრუნველსაყოფად. დავით დავარაშვილის კლინიკის მთავარი მიზანი, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგის განვითარებაა. პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომავალი დედებისა და ბავშვების უსაფრთხო და ჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს. კლინიკაში ხელმისაწვდომია შემდეგი სერვისები: ● გინეკოლოგია ● რეპროდუქტოლოგია ● მშობელთა სკოლა ● სამეანო განყოფილება ● ორსულთა მეთვალყურეობა ● ექოსკოპიური გამოკვლევები ● ლაბორატორია ● ახალშობილის მეთვალყურეობა - პედიატრია ნაყოფის მედიცინის სერვისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული უახლესი და ინოვაციური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოში ექსკლუზიურად აღნიშნულ კლინიკაშია დანერგილი, რაც ნაყოფის უსაფრთხო განვითარებასა და დაბადებას უწყობს ხელს. დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა თიბისისა და ევექსის პოლიკლინიკების ქსელის მხარდაჭერით გაიხსნა. თიბისისთვის, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებს. თიბისის ჯანდაცვის სფეროში ჯამურად 260 მილიონი ლარის, ფარმაციის სექტორში კი - 73 მილიონი ლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე - 2 42 42 52, ან ვებ-გვერდზე - http://www.ddc.ge/
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)