|
2020-08-07 09:54:34, 2093 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებში
"ბავშვთა დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტით, შევეცადეთ მოგვეცვა ის ოჯახები, რომლებიც მანამდე ვერ მოხვდნენ სოციალური დახმარების პროგრამებში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად" იმ მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, თუ რატომ იქნა შერჩეული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე სწორედ ეს კატეგორია. მან დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც მთავრობამ გადადგა როგორც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის, ისე მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. „საკომპენსაციო პროგრამების მომზადებას წინ უსწრებდა ჩვენ მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შემდეგ გავამკაცრეთ და პრაქტიკულად, მივუახლოვდით სრულ კარანტინს. თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში კლასიკურად სრული კარანტინი არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ადრე დავიწყეთ მომზადება და ვირუსის გავრცელებაც ნაკლები იყო. ამავე დროს, ამ არასრულმა კარანტინმა ჩვენ ისეთივე შედეგი მოგვცა, რაც პრაქტიკულად, სრულმა კარანტინმა მაგალითად, უჰანში. მაგრამ, ამ ნაწილობრივმა შეზღუდვებმაც, რასაკვირველია, დააზიანა და შეზღუდა ჩვენი ეკონომიკა. ამის შემდეგ იყო შეზღუდვების ე.წ ახსნის პერიოდი. ამ ვითარებაში ბევრ ადამიანს გაურთულდა მდგომარეობა როგორც ოფიციალურ, ისე არაოფიციალურ სექტორში. დაიწყო სოციალური პაკეტები ჯერ კომუნალური გადასახადების ნაწილში, შემდეგ მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური, იმ კომპანიებს, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები, შევეხიდეთ საშემოსავლო გადასახადის კუთხით. დახმარება გავუწიეთ სოციალურად დაუცველებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, გაიზარდა პენსიის ოდენობა 70 წელზე ზემოთ პენსიონერთათვის. შემდეგ იყო სექტორალური დახმარებები: გადასახადები გადავუვადეთ ტურიზმის სექტორს, მნიშვნელოვანი იყო დახმარება სოფლის მეურნეობის სფეროში, დეველოპერებისა და სამშენებლო სექტორისთვის ანუ, მოვიცავით ბევრი ჯგუფი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი, დარჩა მხარდაჭერის მიღმა და სწორედ მათ სოციალურ დახმარების ისახავს მიზნად ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი ეტაპი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, მესამე ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები იძლევა საშუალებას მხარდაჭერა გაგრძელდეს მათთვის, ვინც უკვე იღებს სოციალურ დახმარებას და ამავე დროს, 200-ლარიანი ფინანსურ დახმარება თითოეული ბავშვზე - 17 წლის ასაკის ჩათვლით მიიღონ იმ ოჯახებმაც, რომელთა იდენტიფიცირება აქამდე ვერ მოხერხდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)