|
2020-08-06 22:36:54, 3122 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 17 წლის ჩათვლით ბავშვების საკომპენსაციო პაკეტს მოხმარდება
stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 17 წლის ჩათვლით ბავშვების საკომპენსაციო პაკეტს მოხმარდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად". როგორც მან აღნიშნა, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა ასახულია ბიუჯეტში და მისი მიზნობრიობა სწორედ პანდემიის გამო მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ღონისძიებებს უკავშირდება. „დღეის მდგომარეობით, stopcov ფონდში მობილიზებული თანხა, 134 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 100 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილის შენატანია, 34 მლნ ლარი შემოიტანა სხვადასხვა შემომწირველმა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვის დროს, ცალსახად ითქვა, რომ stopcov ფონდის თანხები ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე და საჭიროების შემთხვევაში, მიიმართებოდა ან უშუალოდ covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ან პანდემიით მიყენებული ზიანის კომპენსაციაზე და სოციალურ პროექტებზე. შესაბამისად, ახლა, როდესაც დაანონსდა ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებები, ბავშვების დახმარების პაკეტი სრულად დაფინანსდება სწორედ stopcov ფონდიდან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ოჯახების და მათი შვილების დასახმარებლად შემუშავებული ახალი სოციალური პაკეტი, გაზრდილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, იქნება ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება ბავშვთა სოციალური მდგომარეობის მხარდასაჭერად კრიზისის განმავლობაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)