|
2015-09-08 16:13:16, 566 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი: საზოგადოებას პატაკს ვაბარებთ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების უწყება უპირველესად საზოგადოების წინაშეა პასუხისმგებელი. აღნიშნული განცხადება მან დღეს, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. „დღეს ჩვენ ვაბარებთ პატაკს საზოგადოებას. ყველაფერი სწორედ მათთვის კეთდება. ის, ცვლილებები, რომელიც 2012 წლიდან უწყებაში გატარდა, საზოგადოებამ დააფასა და არა მხოლოდ ქართულმა. საერთაშორისო თანამეგობრობაც საუბრობს, რომ სერიოზული პოზიტიური ნაბიჯია გადადგმული პენიტენციურ სისტემაში, პრობაციაში და მთლიანად სამინისტროში,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. მინისტრმა პენიტენციური სისტემის თანამშრომლების დამსახურებაზე და მათ სოციალურ უზრუნველყოფაზეც ისაუბრა. „გათანაბრდა წოდებები, საპენსიო ზღვარი - ეს არის პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა სახელმწიფოს და ხელისუფლების მხარდაჭერა იგრძნოს,“ - განაცხადა მან. კახიშვილის თქმით, უწყების მთავარი ამოცანაა, რომ კანონის აღსრულებას ღირსების დაუკარგავად ემსახუროს. ღონისძიების დასასრულს მინისტრმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სხვადასხვა ფორმით დააჯილდოვა.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)