|
2015-09-08 15:43:42, 735 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღე აღინიშნა. უწყების ინფორმაციით, სისტემის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს პირველად გაიმართა და მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან ფაქტობრივად სასჯელაღსრულების სისტემის ახალი ისტორია იწერება. მისი თქმით, სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები სოზარ სუბარი და გიორგი მღებრიშვილი გუნდთან ერთად ყველაფერს აკეთებდნენ, რათა წლების განმავლობაში დამკვიდრებული ძალადობრივი სისტემა მოშლილიყო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა უწყების ყოფილ მინისტრებს - გიორგი მღებრიშვილსა და სოზარ სუბარს გაწეული სამსახურისთვის. კახა კახიშვილმა სამინისტროს ახალ იმიჯსა და სლოგანზეც ისაუბრა. „მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ჩვენი გუნდი ვმუშაობდით სასჯელაღსრულების სასტემის ახალ ლოგოზე და გვინდოდა, ის საუკეთესო ყოფილიყო. ჩვენი სლოგანია - „კანონი და ღირსება“. ჩვენ ღირსების დაუკარგავად უნდა ვემსახუროთ კანონის აღსრულებას -ეს არის მთელი ჩვენი ამოცანა,“ - განაცხადა კახი კახიშვილმა. მიმართვაში კახა კახიშვილმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურის კუთხით. მან განსაკუთრებით გამოყო მე-16 დაბალი რისკის დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში მსჯავრდებულები დასაქმდებიან და, ასევე, მე-6 მაღალი რისკის დაწესებულება, რომელიც მალე გაიხსნება. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ქალ მსჯავრდებულებზე ზრუნვის პროგრამა, ასევე, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის პროგრამები, რომლის ფარგლებში C ჰეტატიტით დაავადებულ მსჯავრდებულთა მკურნალობა ახალი მედიკამენტით - სოფოსბუვირით დაიწყო. გარდა ამისა, ახალი მედიკამენტებით მკურნალობენ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულებსაც. კახა კახიშვილმა ყურადღება გაამახვილა სასჯელის მოხდის ახალი ფორმის - შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით განხორციელებაზე, რომელიც თავიდან არასრულწლოვნებს შეეხება, მომავალში კი, სხვა მსჯავრდებულებზეც გავრცელდება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პენიტენციური სისტემის თანამშრომლები სხვადასხვა ფორმით დაჯილდოვდნენ.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)