|
2015-09-08 09:53:59, 512 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე კრინიცაში, 25-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე ქალაქ კრინიცაში 25-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვა ფორუმის პანელზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა – რა იქნება შემდეგ?“და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობაზე, ევროპაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობის მატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრებს. ფორუმი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებს, დამოუკიდებელ ექსპერტებს, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მასპინძლობს. კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმის მიზანი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მის პარტნიორ და მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება, ახალი ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობაა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს, ასევე, დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან ვლოდჟიმირჟ ჩჟიმოშევიჩსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ყოფილ სახელმწიფო მდივანთან თავდაცვის საკითხებში ლიამ ფოქსთან. ორმხრივი შეხვედრების ძირითადი თემა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა იქნება.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)