|
2015-01-28 13:02:59, 2651 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწოფოს“ მიერ გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა
იაპონიის ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობა დაადგინა, რომელზეც „ისლამურ სახელმწოფოს“ დაჯგუფების წევრების მიერ მძევლად აყვანილი იაპონელი ჟურნალისტი კენდძი გოტო დზიოვოა ასახული. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 30 იანვარს, ტოკიოს დროით 23 საათზე იწურება ულტიმატუმის ვადა, რომლის მიხედვითაც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ მძევალ კენდძი გოტოს და კიდევ ერთი ადამიანის, სიკვდილ მისჯილ ტერორისტში გაცვლას ითხოვს. იპონიის სამართალდამცავების მიერ დაკავებული ტერორისტი სადჟიდუ არ-რიშავი, ამანში ტერორისტული აქტის მოწყობაშია ბრალდებული, რომლის დროსაც 60 ადამიანი დაიღუპა. მძევლად აყვანილი ჟურნალისტის დედამ იაპონიის პრემიერ მინისტრს თხოვნით მიმართა, რათა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მისი შვილი გაათავისუფლონ. შეგახსენებთ, რომ ვიდეო, რომელზეც „ისლამურ სახელმწოფოს“ დაჯგუფების წევრების მიერ მძევლად აყვანილი ორი იაპონელი ჟურნალისტი კენდძი გოტო დზიოვო და ხარუნა იუკავაა ასახული, ინტერნეტში 24 იანვარს გავრცელდა. დაჯგუფების წევრები გამოსასყიდის სახით 200 მილიონ დოლარს ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯიდნენ. ამჯამად არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებმა 1 ჟურნალისტი უკვე მოკლეს, ხოლო თუ, იაპონიის ხელისუფლება მათ ახალ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მაშინ მეორე მძევალსაც მოკლავენ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)