|
2020-08-04 14:56:12, 2688 ნახვა
ეკონომიკა
ნესტლეს და ნოკიასთან ონლაინ შეხვედრების შემდეგ, პატივი გვქონდა ფიზიკურად გვემასპინძლა შტადლერის პრეზიდენტისთვის
„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას, სადაც 400-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. პანდემიის პერიოდში, ნესტლეს და ნოკიასთან ონლაინ შეხვედრების შემდეგ, პატივი გვქონდა ფიზიკურად გვემასპინძლა „შტადლერის" პრეზიდენტისთვის და წარმომადგენლებისთვის. „შტადლერი" - მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარული კომპანიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა საქართველოში წარმოების გაფართოებაზე, რაც კიდევ ერთხელ ასახავს იმას რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რელოკაციის ფარგლებში საინტერესო პირობებსა და გარემოს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი ცნობილი შვეიცარიული კომპანიის „შტადლერი" ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის" მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ ფრანცენი და „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)