|
2020-08-04 14:10:13, 10749 ნახვა
სხვადასხვა
შს მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე. შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სტრუქტურული და ფუნქციური გაუმჯობესების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გაფართოვდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის არეალი. დეპარტამენტში უკვე გამიჯნულია საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებები. ვახტანგ გომელაურმა თბილისის სხვადასხვა რაიონის პოლიციის ხელმძღვანელებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)