|
2020-08-04 10:00:43, 10775 ნახვა
სხვადასხვა
შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ონლაინ შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან - დერეკ მიტჩელთან და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ნინო ცაციაშვილმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არჩევნებთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისთვის პროაქტიულად მიწოდებისა და არჩევნების პროცესში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხებოდა კოვიდ-19-თან დაკავშირებით უსაფრთხო ზომების მიღების მნიშვნელობასა და საჭიროებას. ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ NDI-ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი - პატრიკ მერლო, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი - ალან გილამი, NDI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი - ლორა ჯუიტი, NDI-საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში - თეონა ყუფუნია და NDI-ის საპარლამენტო პროგრამების კოორდინატორი - მარიამ ბარამიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)