|
2015-09-07 11:15:57, 612 ნახვა
საზოგადოება
ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება დღეს გაიმართება
ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება დღეს, 22:00 საათზე გაიმართება. „საბას“ რიგით მე-13 დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე ცნობილი გახდება 10 ნომინაციაში გამარჯვებული წიგნების და ავტორების ვინაობა. ისინი თიბისი ბანკისაგან „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. „საბას“ წლევანდელი ცერემონია ივანე მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეში გაიმართება, რომელიც მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში მდებარეობს. ცერემონიაზე ასევე ცნობილი გახდება „საბას“ ჟიურის ვინაობა, რომელიც, კონკურსის მსვლელობისას, ტრადიციულად, გასაიდუმლოვებულია. 5-კაციანი ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მის შემადგენლობაში შედიან ლიტერატორები, მწერლები, „საბას“ წინა წლების ლაურეატები. წლევანდელ კონკურზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ავტორის 315 წიგნი. ჟიურიმ 46 მათგანი ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად შეარჩია. 7 სექტემბერს დაგეგმილ ცერემონიაზე გამარჯვებულები სწორედ ამ ფინალისტიტებიდან დასახელდება. „საბას“ დაჯილდოების ცერემონია ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვატო კახიძის ხელმძღვანელობით. სპეციალურ მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი სოლისტები. ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა თიბისი ბანკისა და პენ ცენტრის მიერ. დღემდე გამართულ 12 დაჯილდოებაზე გაიცა 105 პრემია, ჯამში 400 ათასი ლარის ოდენობით. „საბას“ პრემიის ლაურეატები სხვადასხვა წლებში გახდნენ ჭაბუა ამირეჯიბი, ანა კალანდაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, გურამ დოჩანაშვილი და სხვა.
(R)
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)