|
2020-07-29 10:49:08, 3298 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ტყიბულში ჩაის პლანტაციები გაშენდა
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განარგძობს. ბანკის ფინანსური ჩართულობით შპს „ოკრიბამ“ ტყიბულში, 55 ჰ-ზე ჩაის პლანტაციები გააშენა. აგრო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხრიდან მიღებული დაფინანსებით კომპანიამ აგროტექნიკური ღონისძიებები განახორციელა და გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინა. გარდა ამისა, კომპანიამ ჩაის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. დაფინანსების ფარგლებში კომპანიამ შესაბამისი დაზგა დანადგარები შეიძინა, რომლებშიც ჩაის შრობა და დაფასოება ხდება. ჩაის გარდა აღნიშნული დანადგარებით ჩირის წარმოებაც არის შესაძლებელი. კომპანიამ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“-ს ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გრანტიც მიიღო. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1,345,000 ლარი შეადგინა. „ „საქართველოს ბანკი“ მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს პროექტებს, რომელიც ადგილობრივი, ისტორიული მნიშვნელობის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ტყიბული და ზოგადად საქართველო ცნობილი იყო მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებით და ეს კულტურის ნაწილი იყო. მოხარული ვართ რომ ტყიბულში ეს ტრადიცია გრძელდება და შპს ოკრიბამ შეიძინა 55 ჰა ჩაის პლანტაციები ტყიბულის რაიონში და მოახდინა ამ პლანტაციების რეაბილიტაცია. კომპანიამ ააშენა ქარხანა, აღჭურვა ის უახლესი დაზგა-დანადგარებით, დაიწყო ჩაის გადამუშავება და ახლა უკვე პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი საქმის აღდგენაში“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)