04:35 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-28 17:09:13, 3404 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი გაუგებარია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, მაიკ პომპეოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა, ოპოზიციის ბანაკში ჟივილ-ხივილი გამოიწვია.

გია ვოლსკი საზოგადოებას მოუწოდებს არ შევიდეს შეცდომაში და გაითვალისწინოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოკავშირეა.

„საუბარი იყო საქმიანი. განხილული საკითხები ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და მხოლოდ არჩევნებს არ ეხება. გაუგებარია, ოპოზიციის ბანაკში ატეხილი ჟივილ-ხივილი იმის თაობაზე, თუ სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ამერიკას აინტერესებს, საქართველოში არჩევნები დემოკრატიული, გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტით ჩატარდეს.

რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ასე მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სურვილი არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირიქით, ცდილობენ, ისეთი გარემო შექმნან, როდესაც ნებისმიერ თემაზე ამერიკის კეთილ სურვილებს დაუკავშირებენ ორ ქვეყანას შორის რაღაც გაუგებრობას, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს.

საზოგადოებას მოვუწოდებ, შეცდომაში არ შევიდეს, ამერიკა ჩვენი მოკავშირეა. საკმაოდ დიდი და მაღალია ინტენსივობა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ყველა სფეროში და ეს შენარჩუნებული იქნება. ჩვენი, საქართველო-ამერიკის ინტერესი ერთიანია, რომ ჩატარდეს მაღალი სტანდარტის არჩევნები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics