01:24 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 16:49:58, 5707 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამა „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის" ფარგლებში პირველი სესხი „თიბისიმ“ გასცა

აქ.ახლა, ბიზნესების მხარდასაჭერად, "საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის" ფარგლებში პირველი სესხი თიბისიმ გასცა. ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „გეფერინმა" ისარგებლა.

 „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი" თიბისი ბანკისა და „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით ხორციელდება და ის ბიზნესსესხებზე სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.

 პროგრამა მიზნად ისახავს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას იმ ბენეფიციარებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა. „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის" ფარგლებში, სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია,  მაქსიმალურ – 5,000,000 ლარი. პროგრამა  განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო ჯამური სასესხო დავალიანება  -  12 მლნ ლარს.

 „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი"  ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, მათთვის ვისაც COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნა.  ასეთ ბიზნესებს შესაძლებობა აქვთ,  რესტრუქტურიზაციის მოქნილი სტრუქტურით ისარგებლონ.

 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე -  https://www.tbcbank.ge/web/ka/businessloan, ასევე თიბისის ცხელი ხაზის (032) 2 27 27 27 საშუალებით და ფილიალში სტუმრობით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics