05:14 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 16:17:37, 3532 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე სენატის მიერ დამტკიცებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე - მთავრობა სპეკულირებს, თითქოს ეს მათი დამსახურებაა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მიესალმება.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღება საქართველოს დამსახურება არ არის და ისინი ამით სპეკულირებას ახდენენ.

„მნიშვნელოვანია სენატში მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, ვინაიდან კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით და ეს არის აშშ- ის სტრატეგიული პოზიცია. მთავრობა ნუ ეწევა სპეკულირებას, თითქოსდა, რაღაც დამსახურება იყოს მათი ამაში, ისევე როგორც ეწევიან სპეკულირებას, რომ თითქოსდა, ამერიკის კონგრესში არ ყოფილიყოს კანონპროექტი დარეგისტრირებული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის ხარჯების შემცირებას 15 პროცენტით, ანუ მის გაყინვას, 20 მილიონ დოლარზეა საუბარი. ეს დოკუმენტი - თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის სხვა, ხოლო ის დოკუმენტი, რომელიც საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო და სადაც სანქციებს ითხოვენ, არის - სხვა.

თავისთავად, საქართველოსადმი მხარდაჭერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ძალიან კარგი და მისასალმებელია. ამავე დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული მეორე დოკუმენტიც, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ქვეყანაში თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, გაგრძელდება პოლიტიკური დევნა და არ იქნება დემოკრატიის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული, ქვეყანას 20 მილიონი დოლარი გაეყინება. არავის არ უხარია ჩვენი თავდაცვის განვითარებისთვის ფულის დაკლება. ძალიან გაგვიხარდება, თუ მთავრობა ამ ვალდებულებას შეასრულებს და დროულად შეწყვეტს იმ უმსგავსობას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და რასაც ჰქვია საკონსტიტუციო შტოების უზურპირება ერთი ადამიანის მიერ.

მეორე დოკუმენტი კვლავ არის ძალაში და იგი განხილული იქნება ოქტომბერში, ბიუჯეტის დამტკიცებისას. ასე რომ, ერთი დოკუმენტიდან თუ რაღაცები იქნა ამოღებული, მაგრამ იგივე რანგის მეორე დოკუმენტში არის, ეს არ აძლევს მთავრობას სიხარულისა და ტაშის შემოკვრის საფუძველს. ეხმარებიან სახელმწიფოს და არა მთავრობას. საქართველო ამერიკისთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, სადაც 3 ნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო ამ ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო განვითარებისთვის, რეგიონში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და მისასალმებელია, რომ სამხედრო ავტორიზაციის აქტით კიდეც ერთხელ არის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics