04:01 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 16:43:57, 388 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროში ოთხ წამყვან თანამდებობაზე ვაკანტური ადგილები გამოცხადდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოთხ  წამყვან თანამდებობაზე ვაკანტური ადგილები გამოცხადდა. 
როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ვაკანსია შემდეგ პოზიციებზეა გამოცხადებული: გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის ჰოსპიტალის დირექტორის თანამდებობაზე, ამავე ჰოსპიტალის დირექტორის  მოადგილე ეკონომიკურ დარგში, საერთაშორისო ურთიერთობათა  და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასევე პროტოკოლის სამსახურის უფროსი. 
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ  ანა დოლიძემ აღნიშნა,  სამინისტროს მოტივაციაა ხარისხის, გამჭვირვალობის და სამართლიანობის ამაღლება. 
„გვინდა ახალი შტატების მიღებით ხარისხი, გამჭვირვალობა და სამართლიანობა ავამაღლოთ თავდაცვის სამინისტროში. სამინისტროს მოტივაციაა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა ვაკანსიებზე, რომელიც დღეს არის გამოცხადებული.  გვინდა გარანტია მივცეთ საქართველოს მოსახლეობას, ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღების პროცესი იქნება სამართლიანი. გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტრო თავად არის დაინტერესებული მოიზიდოს უკეთესი ადამიანური რესურსი. შესაბამისად, გვინდა ხელი გავუწოდოთ მათ და მივცეთ გარანტია, რომ ჩვენი კარი ღიაა  კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად“,-განაცხადა ანა დოლიძემ. 
ამასთან, ანა დოლიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროში კიდევ   გამოცხადდება ბევრი ვაკანსია   და მათ შორის სამხედრო პოლიციაში. 
საქართველოს თავდაცვის  სამინისტროში გამოცახდებული ვაკანსიების შესახებ  დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდ hr.gov.ge-ზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics