|
2020-07-22 12:04:47, 7808 ნახვა
სხვადასხვა
სასაფლაოების ტერიტორიაზე დაფიქსირებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მზადდება
დედაქალაქში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე დაფიქსირებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, თბილისის მერია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ამზადებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცვლილება როგორც მუნიციპალურ ასევე, კერძო სასაფლაოებს შეეხება. „მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების ტერიტორიებზე სრული ქაოსი არსებობს. ხშირია სასაფლაოების მოწყობის და მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევები, რომელზეც არანაირი სანქცია არ არსებობს. ასევე, ხდება მიწების მიტაცება. ხშირია საფლავსზედა ნაგებობების უნებართვოდ მოწყობისა და უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევებიც. ეს ყველაფერი რომ მოვაწესრიგოთ, ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია მნიშვნელოვანი, რომელსაც ვამზადებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ცვლილებათა პაკეტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება, რომ აღნიშნული მიმართულება დროულად მოწესრიგდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)