09:20 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-18 11:15:30, 7042 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში შავი ჭირის შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ადამიანში შავი ჭირის ბუბონური სახეობის შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

მისივე ცნობით, ქვეყანაში შავი ჭირის შემთხვევა ბოლოს 2015 წელს დაფიქსირდა.

„პაციენტს სისხლში აღმოაჩნდა სეპტიკური ჭირი, რომელიც სხვა ადამიანებზე არ ვრცელდება. ადამიანი, რომელსაც შავი ჭირი აღმოაჩნდა უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო ქვეყანაში სხვა მსგავსი შემთხვევა არ გამოვლენილა“, - ნათქვამია სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის უფროსის, ჯენიფერ ჰაუსის განცხადებით, ამერიკაში ბუბონური შავი ჭირის შემთხვევები 1940-იანი წლებიდან აღინიშნება, ამიტომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში შავი ჭირის შემთხვევები ჩინეთსა და მონღოლეთშიც დაფიქსირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics