|
2020-07-16 16:01:18, 10014 ნახვა
სხვადასხვა
Unicef-ი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობასა და კრიტერიუმების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ღასან ხალილს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ ღასან ხალილს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემუს გაუმჯობესების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ფონდის მნიშვნელობას ბავშვების ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. გაეროს ბავშვთა ფონდი ჩაერთვება ე.წ. „ოცნების ქალაქის" სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც განიხილავს კრიტერიუმებს მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით. შეხვედრაზე განიხილეს Unicef-ის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, რომელთა შედეგადაც აჭარა თანამედროვე ჯანდაცვის სერვისებით ისარგებლებს. დღესვე ღასან ხალილი კლინიკა ,,მედინას"ეწვია, სადაც ორსულთათვის დისტანციური ანტენატალური ზრუნვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც აჭარაში დღეიდან დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)