|
2015-09-03 15:27:35, 898 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში მრავალფუნქციიური კომპლექსი „ალიანს პალასი“ აშენდება
ბათუმში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ წელიწადში 38 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“ გაიხსნება, რომლის პირველ რვა სართულზე საერთაშორისო ბრენდის „მერიოტის“ სასტუმროს განთავსება იგეგმება. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „Marriott International“ აჭარაში ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად შემოდის. უკვე ხელმოწერილია ძირითადი მემორანდუმი და მიმდინარეობს ხელშკერულების დეტალების დამუშავება. საძირკვლის ჩაყრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აჭარის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ. ასევე ამერიკის სასტუმროთა ასოციაციის "ემირიტუს" პრეზიდენტი ჯოზეფ მაკინერნეი და კომპანიის დირექტორი გიორგი ბიწაძე. „ალიანს პალასი“ საქართველოს ისტორიაში, პირველი ასეთი ტიპის პროექტია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს და საცხოვრებელ აპარტამენტებს აერთიანებს. მისი საერთო საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი აშშ დოლარია. კომპლექსის მშენებლობის დროს 1200 , ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ოპერირებისას 300 ადამიანი დასაქმდება. იგეგმება აპარტამენტების მართვის საერთაშორისო ბრენდისთვის გადაცემა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მსოფლიოში აღიარებულ მენეჯმენტ კომპანიებთან უკვე მიმდინარეობს, რაც აპარტამენტების მართვის გამართულობის და ორგანიზებულობის წინაპირობაა. ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის ავტორი ბათუმელი არქიტექტორი მინდია გურგენიძეა. პროექტი, რომელიც მოიწონა „მერიოტის “ ქსელის ხელმძრვანელობამ ზღვასთან და ბათუმის ბულვართან ახლოს, ქალაქის ელიტარულ უბანში მდებარეობს. კომპლექსში გათვალისწინებულია აპარტოტელისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა და მომსახურება. მიწისქვეშა ავტოსადგომი, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, რესტორნები და ა.შ. ალიანს პალასი საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)