|
2015-09-03 14:54:40, 538 ნახვა
საზოგადოება
სოციალური პროგრამის ფარგლებში, 1400-მდე სტუდენტი დაფინანსდება
სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მიზნით, ბაკალავრიატის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა. 2015-2016 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება დაახლოებით 1400-მდე სტუდენტი. სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტი განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში - საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2015 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. დაფინანსდებიან 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, მაღალმთიანი და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონში მცხოვრები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა შვილები, სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებულთა შთამომავლები, უდედმამო, მრავალშვილიანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სოციალურად დაუცველი სტუდენტები. სოციალური პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2013 და 2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე. ასევე, დაფინანსდებიან 2010-2014 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან ობოლი (უდედმამო) სტუდენტები. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - http://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo. ასევე, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის (2 200 220) საშუალებით.
უკრაინამ ამ კვირაში სარატოვში მეშვიდე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ორელში ელექტრონიკის ქარხანა დაბომბა
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები მამაკაცი გადაჭრილი თოფიდან - ე.წ. აბრეზიდან გასროლით დაჭრა, იგი დააკავეს
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ევროპულმა ტელეარხებმა ბომბის შესახებ მუქარა მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)