|
2020-07-09 20:38:34, 3336 ნახვა
ეკონომიკა
ლევან კარანაძე - მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ლუფტჰანზა" შეძლებს, თბილისსა და მიუნჰენს შორის რეგულარული რეისი შეასრულოს
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის # 322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ". ცვლილება, რომელიც შეეხებოდა პირდაპირი რეგულარული საერთაშორისო რეისის აღდგენას თბილისსა და მიუნჰენს შორის, ინიცირებული იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან" უკვე გამართა კონსულტაციები, რომლის თანახმადაც ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, ყველაზე გვიან აგვისტოში დაიწყოს რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნჰენს შორის თავდაპირველად კვირაში ორი რეისის სიხშირით. მისი თქმით, ამის წინაპირობად დასახელდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ნოტამ" - ში (საერთაშორისო საავიაციო არხებში დაგზავნილი ინფორმაცია არსებული რეგულაციების შესახებ) არსებულ შეტყობინებაში ცვლილება შეტანა ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე. "საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეძლებს, უკვე ფორმალურად აცნობოს ავიაკომპანია „ლუფტჰანზას" „ნოტამ"- ში ცვლილების შეტანის შესახებ", - განაცხადა ლევან კარანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)