|
2020-07-09 15:33:39, 3280 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი - სააკაშვილის დროს, თავდაცვის სამინისტროში დაკარგულია დაახლოებით მილიარდნახევარი ლარი, კეზერაშვილის დროს კი ასეულობით მილიონი დოლარი
სააკაშვილის დროს, თავდაცვის სამინისტროში დაკარგულია დაახლოებით მილიარდნახევარი ლარი და კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია გაფლანგული, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მათი ოპონენტები ძალიან შეეჩვივნენ უსაფუძვლოდ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბრალდებების წარდგენას კორუფციაში. „ჩვენი ოპონენტები ძალიან შეეჩვივნენ უსაფუძვლოდ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბრალდებების წარდგენას კორუფციაში თუ კრიმინალთან ურთიერთობაში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ფაქტებით. მე არა ერთხელ მითქვამს, და დღესაც გავიმეორებ, რომ ფაქტი არის და ეს დადასტურებულია შესაბამისი კომპეტენტური სამსახურების მიერ, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში, სააკაშვილის მმართველობის დროს, ადგილი ჰქონდა ძალიან მაღალ კორუფციას. დაკარგული არის დაახლოებით მილიარდნახევარი ლარი და სწორედ, კეზერაშვილის დროს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი არის გაფლანგული, რაზეც უწყებები მუშაობენ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ფული რომლის გათეთრებაზე სავარაუდოდ, არის საუბარი, უკავშირდება კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს. „ისრაელის მიერ წამოწყებული საქმე, რომელიც ჯერ არ მისულა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ჩემთვის არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი და ინფორმაცია, რომ ფული რომლის გათეთრებაზე სავარაუდოდ, არის საუბარი, სწორედ უკავშირდება ასე ვთქვათ კეზერაშვილის ცნობილ მეთოდებს - როგორ გაეტანა საქართველოდან ის ფული, რომელიც ეკუთნოდა ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს ოფიცრებს და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა მოხმარებოდა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ისრაელის სახელმწიფოსთან ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება კიდეც თუ ისრაელის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ქართული მხარის ჩართვას ისურვებენ.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)