03:34 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 10:54:28, 3688 ნახვა

ეკონომიკა
ნადარეიშვილი: მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ კონკრეტული ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება, ტურისტებისთვის და ტურისტული სექტორისთვის

„ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ პროგრამებს ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, მეორე მხრივ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულების მხარდაჭერაც“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის სფეროში მომუშავე სტარტაპების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, სწორედ მათი სინერგიაა ის პრიორიტეტი, რომელსაც დღეს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან.

შეხვედრა თბილისის ტექნოპარკში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს სტარტაპ ეკოსისტემის და ტურიზმის მიმართულების ერთობლივი პროექტები, გამოიკვეთა არაერთი საინტერესო მიმართულება და მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. ირაკლი ნადარეიშვილის  განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შევუწყოთ ხელი კონკრეტული ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელმისაწვდომი და გამოყენებადი იქნება, როგორც უშუალოდ ტურისტებისთვის, ასევე ტურისტული სექტორისთვის.

აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აგრეთვე მასში შემავალი სსიპ-ების ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და ტურიზმის სფეროში მომუშავე ტექნოლოგიური სტარტაპების მონაწილეობით, რათა აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნას ინოვაციური ტურისტული პროდუქტები, ან მოხდეს არსებულის ადაპტირება პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვია.
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics