2020-07-08 12:24:14, 5625 ნახვა
მსოფლიო
FBI-ის დირექტორი - ჩინეთი აშშ-ის მომავლისთვის უდიდესი საფრთხეა
FBI- ს დირექტორმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობის მიერ ჯაშუშობისა და ქურდობის ქმედებები აშშ-ის მომავლისთვის „უდიდესი გრძელვადიანი საფრთხეა“.
BBC-ის ინფორმაციით, სამშაბათს თითქმის ერთსაათიანი საუბრისას, FBI- ს დირექტორმა წარმოადგინა ჩინეთის ჩარევის აშკარა სურათი, ეკონომიკური ჯაშუშობის, მონაცემების, ფულადი ქურდობისა და უკანონო პოლიტიკური საქმიანობის ფაქტები.
„FBI ყოველ 10 საათში ხსნის ჩინეთთან დაკავშირებულ ახალ სადაზვერვო საქმეს. ქვეყნის თითქმის 5 000 აქტიური კონტრდაზვერვის შემთხვევებიდან, თითქმის ნახევარი ჩინეთთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა FBI-ის დირექტორმა.
FBI- ს დირექტორის განაცხადებით, ჩინეთი ყველანაირ ძალას იყენებს იმისთვის, რომ მსოფლიოს ერთადერთი ზესახელმწიფო გახდეს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან