22:16 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-01 11:41:02, 479 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ელჩებს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს ხვალ ამბასადორიალზე წარუდგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელჩებს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვალ ამბასადორიალზე წარუდგენს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

"ხვალ დილით იწყება ამბასადორიალი და ჩვენს ელჩებს წარვუდგენ ახალ მინისტრს ვიცე-პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილს. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ორივე ეს ადამიანი-გიორგი კვირიკაშვილი, დიმიტრი  ქუმსიშვილი იყვნენ ძალიან წარმატებული თავიანთ პოსტებზე და მჯერა, რომ მათი საქმიანობა ახალ თანამდებობებზე კიდევ უფრო წარმატებული და ეფექტიანი იქნება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა, თავად გირგი კვირიკაშვილმა კი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა.

ცნობისთვის,  2015 წლის 2-4 სექტემბერს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი-2015 გაიმართება.

2 სექტემბერს ამბასადორიალი ოფიციალურად გაიხსნება, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი მიმართავენ. ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
საგარეჯოში თანასოფლელმა ქორწილში მიმავალი ორი ძმა მოკლა, მესამემ თავს გაქცევით უშველა
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics