|
2020-07-01 15:11:12, 9387 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების ახალმა მეთაურმა უფლებამოსილება გადაიბარა
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს თავდაცვის ძალების მეთაურის დროშა ოფიციალურად გადააბარა. „თავდაცვის ძალების დროშის გადაცემა სიმბოლურად გამოხატავს ჯარში თაობათა შორის არსებულ უწყვეტ კავშირს და ურთიერთპატივისცემას. ამ ტრადიციით ჩვენ მომავალ განვითარებას მიღწეულ წარმატებებზე ვაფუძნებთ“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გამოირჩევა ევროპაში მიღებული უმაღლესი სამხედრო განათლებითა და უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით. უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაძლიერდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ქართული ჯარი. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მათ გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ძალების ახალი მეთაურიც. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების N29/06/02 თანახმად დაინიშნა. 2019 წლიდან დღემდე, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა. სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1998 წლიდან დაიწყო მისი ოფიცრის სამხედრო კარიერა. გენერალ მათიაშვილს სამხედრო განათლება ასევე მიღებული აქვს ევროპაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელში დაასრულა ოფიცრის საწყისი კურსი, ასეულის მეთაურის კურსი, ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემია. სამხედრო სამსახურის პერიოდში გენერალი მათიაშვილი თავდაცვის ძალებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას ხელმძღვანელობდა, მათ შორის ეკავა სამეთაურო თანამდებობები. 2016 წლიდან იგი დაინიშნა სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილედ, 2018 წელს კი, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლად. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, 7 მედლით და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით.
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)